პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა
„ქლოვორქი“ პატივს სცემს და იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედ კანონმდებლობას და უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვას.
წინამდებარე პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს, ინახავს და იცავს Clowork პერსონალურ მონაცემებს ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის გამოყენების პროცესში.
1. Clowork-ის როლი მონაცემთა დამუშავებაში
Clowork წარმოადგენს სამუშაო გრაფიკების, თანამშრომელთა მართვისა და შიდა კომუნიკაციის პროგრამულ პლატფორმას.
კომპანიები, რომლებიც იყენებენ Clowork-ს საკუთარი თანამშრომლების სამართავად, წარმოადგენენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისათვის პასუხისმგებელ პირებს (Data Controller).
Clowork უმეტეს შემთხვევაში მოქმედებს როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი (Data Processor) და ამუშავებს მონაცემებს მხოლოდ მომსახურების მიწოდების მიზნით.
2. რა მონაცემები შეიძლება დამუშავდეს
სისტემაში შესაძლოა დამუშავდეს:
- სახელი და გვარი;
- ტელეფონის ნომერი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- დასაქმების პოზიცია;
- სამუშაო გრაფიკები;
- დასვენების ან შვებულების მოთხოვნები;
- ცვლის გაცვლის მოთხოვნები;
- სისტემაში გაგზავნილი შეტყობინებები;
- ავტორიზაციის მონაცემები;
- მოწყობილობის ტექნიკური ინფორმაცია;
- Push Notification Token-ები;
- სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული ლოგები.
3. მონაცემთა დამუშავების მიზნები
მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებით:
- მომსახურების მიწოდება;
- თანამშრომელთა გრაფიკების მართვა;
- კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- შეტყობინებების გაგზავნა;
- ანგარიშების ადმინისტრირება;
- უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- ტექნიკური მხარდაჭერა;
- სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.
4. მესამე მხარის სერვისები და ანალიტიკა
Clowork შესაძლოა იყენებდეს მესამე მხარის სერვისებს პლატფორმის ფუნქციონირების, ავტორიზაციის, მონაცემთა შენახვის, შეტყობინებების გაგზავნისა და ანალიტიკის მიზნით.
ასეთი სერვისები შესაძლოა მოიცავდეს:
- Google Analytics;
- Google Sign-In;
- Supabase;
- Push Notification სერვისებს;
- სხვა ტექნიკურ ინფრასტრუქტურულ სერვისებს.
ამ პროცესში შესაძლოა დამუშავდეს:
- მოწყობილობის ტიპი;
- ოპერაციული სისტემა;
- აპლიკაციის ან ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- ტექნიკური ლოგები;
- IP მისამართი ან მისი შემოკლებული ფორმა;
- სესიის სტატისტიკური მონაცემები.
აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ ანალიტიკური და მომსახურების გაუმჯობესების მიზნებისთვის და არ გამოიყენება მომხმარებლის რეკლამირების ან პროფილირების მიზნით.
Clowork შესაძლოა იყენებდეს მესამე მხარის ავტორიზაციის სერვისებს, მათ შორის Google Sign-In-ს, მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
5. ვის შეუძლია მონაცემებზე წვდომა
მონაცემებზე წვდომა შეიძლება ჰქონდეთ:
- შესაბამისი კომპანიის უფლებამოსილ მენეჯერებს;
- შესაბამისი კომპანიის ადმინისტრატორებს;
- Clowork-ის დამფუძნებელს ან მომსახურების მხარდაჭერაზე პასუხისმგებელ უფლებამოსილ პირებს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ტექნიკური მხარდაჭერის, უსაფრთხოების ან კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.
დასაქმებულის მიერ სისტემაში შეყვანილი ინფორმაცია შესაძლოა ხილული იყოს შესაბამისი ორგანიზაციის უფლებამოსილი მენეჯერებისა და ადმინისტრატორებისათვის მათი უფლებამოსილების ფარგლებში.
6. მონაცემთა უსაფრთხოება
Clowork იყენებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემების დასაცავად შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, დაკარგვისგან, შეცვლისგან, უნებართვო გამჟღავნებისგან ან წვდომისგან.
7. მონაცემთა შენახვის ვადა
მონაცემები ინახება იმ ვადით, რაც აუცილებელია მომსახურების მიწოდებისათვის, სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად ან დავების გადაწყვეტისათვის.
8. მონაცემთა სუბიექტის უფლებები
მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს:
- მოითხოვოს მონაცემებზე წვდომა;
- მოითხოვოს მონაცემების გასწორება;
- მოითხოვოს მონაცემების წაშლა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
- მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა;
- მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების შესახებ.
9. დასაქმებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
Clowork წარმოადგენს მხოლოდ პროგრამულ პლატფორმას.
Clowork არ იღებს გადაწყვეტილებებს სამუშაო გრაფიკებთან, ანაზღაურებასთან, დისციპლინურ ზომებთან, შვებულებებთან, ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან ან სხვა დასაქმებით ურთიერთობებთან დაკავშირებით.
აღნიშნულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელია შესაბამისი დამსაქმებელი ორგანიზაცია.
Clowork არ ამოწმებს, არ ადასტურებს და არ იღებს პასუხისმგებლობას ორგანიზაციების ან მომხმარებლების მიერ სისტემაში შეყვანილი ინფორმაციის, გრაფიკების, მოთხოვნების, შეტყობინებების ან სხვა მონაცემების სისწორეზე.
10. ანგარიშისა და მონაცემების წაშლა
მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საკუთარი ანგარიშისა და პერსონალური მონაცემების წაშლა.
დასაქმებულის ანგარიშის წაშლის მოთხოვნა შესაძლებელია დამსაქმებელი ორგანიზაციის მეშვეობით ან Clowork-თან დაკავშირების გზით.
გარკვეული მონაცემები შესაძლოა შენახულ იქნას კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით ან უსაფრთხოების, დავების გადაწყვეტისა და სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
11. პოლიტიკის ცვლილება
Clowork იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში განაახლოს წინამდებარე პოლიტიკა.