თანამშრომლების მართვის თანამედროვე სისტემა

დახარჯეთ ნაკლები დრო განრიგების შედგენაზე, მეტი დრო ბიზნესის განვითარებაზე

ქლოვორქი აერთიანებს კვირის ეფექტურ და სწრაფ დაგეგმარებას, თანამშრომლების მოთხოვნების მართვასა და კომუნიკაციას ერთ სივრცეში.

დაზოგეთ დრო ყოველ კვირას შეამცირეთ კომუნიკაციის ქაოსი ყველა თანამშრომელი ინფორმირებულია
Clowork manager weekly schedule interface
Clowork employee app interface

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მფლობელებისა და CEO-ებისთვის

რატომ ქლოვორქი?

როდესაც განრიგები, მოთხოვნები და კომუნიკაცია სხვადასხვა ადგილას იმართება, იქმნება პრობლემები, იკარგება დრო და რთულდება კონტროლი. Clowork აერთიანებს ყველაფერს ერთ სივრცეში.

კომპანიის ხარჯების შემცირება

შეამცირეთ მენეჯერების ადმინისტრაციული დატვირთვა, ზედმეტი სამუშაო საათები და განრიგებთან დაკავშირებული შეცდომები.

გუნდის პროდუქტიულობის ზრდა

გუნდს ზუსტად ესმის ვინ, როდის და რომელ როლზე მუშაობს, რაც აჩქარებს ყოველდღიურ შესრულებას.

სამუშაო ძალის უკეთესი დაგეგმვა

საჭირო რაოდენობის თანამშრომლები, საჭირო როლებზე, საჭირო დროს.

ნაკლები გაუგებრობა გუნდში

ჩატი მენეჯერსა და თანამშრომელს შორის ამცირებს გაუგებრობას და გადაწყვეტილებებს უფრო სწრაფს ხდის.

პროდუქტის შესაძლებლობები

როგორ ამარტივებს Clowork ყოველდღიურ ოპერაციებს

ვებ პლატფორმა მენეჯერებისთვის

კვირის განრიგის აწყობა ერთ ეკრანზე

მენეჯერი ხედავს თანამშრომლებს, დღეებს, საათებსა და ცვლებს ერთ სივრცეში, სადაც განრიგის შედგენა სწრაფად და მკაფიოდ ხდება.

დღის ანალიტიკა

ადვილად ნახეთ ვინ მუშაობს, რომელ როლზეა დანიშნული და აკმაყოფილებს თუ არა დღე დაგეგმილ საჭიროებებს.

უშუალო კომუნიკაცია გუნდის წევრებთან

Day Off-ის, ხელმისაწვდომობისა და ცვლის გაცვლის მოთხოვნებთან ერთად მენეჯერს შეუძლია თანამშრომლებთან მიმოწერაც პირდაპირ პლატფორმიდან.

კვირის განრიგის ეკრანი

თანამშრომლების მოთხოვნების მართვა

იხილეთ ყველა Day Off, ხელმისაწვდომობისა და ცვლის გაცვლის მოთხოვნა ერთ სიაში და სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება.

თანამშრომლების აპლიკაცია

თანამშრომლები ხედავენ საკუთარ განრიგს

თანამშრომლის ყველა ცვლა, დღე და დრო ხელმისაწვდომია მობილურ აპლიკაციაში, მათ შორის ცვლის როლი და კონკრეტული პოზიცია.

თანამშრომლის აპში განრიგის ხედი

მოთხოვნის გაგზავნა რამდენიმე წამში

თანამშრომელს შეუძლია მოითხოვოს Day Off, ხელმისაწვდომობის შეცვლა ან ცვლის გაცვლა პირდაპირ აპლიკაციიდან.

თანამშრომლის აპში მოთხოვნების ხედი

განრიგების გაზიარება გუნდში

სურვილის შემთხვევაში თანამშრომლები აზიარებენ საკუთარ განრიგს, რაც ცვლის გაცვლას უფრო მარტივს ხდის.

თანამშრომლის აპში მოთხოვნების ხედი

ჩატი და შეტყობინებები ერთ სივრცეში

თანამშრომლებს შეუძლიათ მენეჯერთან მიმოწერა და ერთ სივრცეში მიიღონ განახლებები განრიგის, მოთხოვნებისა და ცვლების შესახებ.

თანამშრომლის აპში მოთხოვნების ხედი

ინტერაქციული დემო ვერსია

სცადეთ Clowork აქ და ახლა

იხილეთ როგორ მუშაობს განრიგების დაგეგმვა, მოთხოვნების მართვა და თანამშრომლებთან კომუნიკაცია რეალურ გარემოში.

Clowork Manager Demo
დემო ვერსიის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომპიუტერით

დემოში ნაჩვენები მონაცემები არის სიმულაციური

ქაოსი ქლოვორქის გარეშე

  • მოთხოვნები სხვადასხვა ჩატში იკარგება
  • ინფორმაციის ნაკლებობა
  • რამდენიმე Excel ფაილი და არასწორი ვერსიები
  • ბოლო წუთის ზარები, SMS-ები, სოციალური ქსელები
  • მოულოდნელი ცვლილებები და გაუგებრობა გუნდში

კონტროლი ქლოვორქთან ერთად

  • ყველა მოთხოვნა ერთ სივრცეში
  • სწრაფი და ეფექტური კვირის დაგეგმვა
  • როლები, პოზიციები და დღიური საჭირო რაოდენობები ერთ ეკრანზე
  • მენეჯერისა და თანამშრომლის ჩატი პირდაპირ პლატფორმაში
  • სრული ხილვადობა მენეჯერისთვის და გუნდისთვის
დამზადებულია საქართველოში
მონაცემები უსაფრთხოდ ინახება
მიმდინარეობს პილოტ პროგრამაზე განაცხადების მიღება
პლატფორმა სამუშაო მდგომარეობაშია

იდეალურია

რესტორნებისთვის კაფეებისთვის ბარებისთვის სასტუმროებისთვის მაღაზიებისთვის ფიტნეს კლუბებისთვის

Q&A

კითხვა-პასუხები

პლატფორმის გამოსაყენებლად საჭიროა მენეჯერების ტრენინგი?

პლატფორმა შექმნილია მენეჯერებისთვის ადვილად გასაგები დიზაინით. ასევე პლატფორმაში ჩაშენებულია გზამკვლევი, რომელიც მენეჯერებს დაეხმარება მისი ფუნქციონალის სწრაფად და ეფექტურად გამოყენებაში.

რა ღირს ქლოვორქი?

პილოტ პროგრამის ფარგლებში პირველი 10 კომპანია მიიღებს სპეციალურ ფასს — 99₾ თვეში. თანამშრომლებისთვის აპლიკაციის გამოყენება უფასოა.

რა სახის მოთხოვნების გაგზავნა შეუძლიათ თანამშრომლებს?

თანამშრომლებს შეუძლიათ გააგზავნონ ხელმისაწვდომობის, ცვლიდან გათავისუფლების (Day Off) და ცვლის გაცვლის მოთხოვნები.

როგორ მუშაობს მოთხოვნები?

თანამშრომლების მიერ გაგზავნილი მოთხოვნები ავტომატურად ჩნდება მენეჯერის განრიგში, სადაც მათი განხილვა, დამტკიცება ან უარყოფა რამდენიმე წამშია შესაძლებელი.

შეუძლიათ მენეჯერსა და თანამშრომლებს ერთმანეთთან ჩატი?

დიახ. ვებსაიტზეც და აპლიკაციაშიც ხელმისაწვდომია მენეჯერსა და თანამშრომელს შორის მიმოწერა, რაც ამარტივებს სწრაფ დაზუსტებებს ცვლებზე, როლებსა და დღის ორგანიზებაზე.

თანამშრომლებს საკუთარი აპლიკაცია აქვთ?

დიახ. მენეჯერები იყენებენ ვებსაიტს კომპანიის კომპიუტერით განრიგის სამართავად, ხოლო თანამშრომლები იყენებენ მობილურ აპლიკაციას გამოქვეყნებული ცვლების სანახავად, მოთხოვნების გასაგზავნად და სხვა ფუნქციალისთვის.

როგორ იღებს გუნდი წვდომას პლატფორმაზე?

მენეჯერები იყენებენ სპეციალურ ლინკს სისტემაში შესასვლელად, ხოლო თანამშრომლები ჩამოტვირთავენ მობილურ აპლიკაციას PlayStore-დან ანდროიდისთვის და AppStore-დან აიფონისთვის.

რატომ შეიქმნა „ქლოვორქი“?

„ქლოვორქი“ შეიქმნა იმის გამო, რომ ბევრ კომპანიაში განრიგების მართვა კვლავ ზარებით, შეტყობინებებითა და სოციალური ქსელებით ხდება — იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კომპანია უკვე იყენებს განრიგის პროგრამას.

დატოვეთ განაცხადი პილოტ პროგრამაზე

შემოუერთდით Clowork-ის პილოტ პროგრამას

• დამფუძნებლის პირდაპირი მხარდაჭერა

• პროდუქტის მორგება თქვენი კომპანიის საჭიროებებზე

• პირველი 10 კომპანიისთვის — 99₾ / თვეში (პილოტის დასრულების შემდეგაც)

• სწრაფი დახმარება და უფასო ონბორდინგი

დაასრულეთ განრიგების ქაოსი თქვენს კომპანიაში

გამოსცადეთ დემო, ან პირდაპირ შემოუერთდით პილოტ პროგრამას.